მედიის ცნობით, რაულ კასტრომ კუბის „კომუნისტური პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა დატოვა
რაულ კასტრომ კუბის „კომუნისტური პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა დატოვა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ კუბელი კომუნისტების გაზეთი „გრანმა“ იუწყება.
რაულ კასტრო ბოლო 12 წელი მართავდა ქვეყანას. მისი თანამდებობიდან გადადგომით კუბაზე ძმებ კასტროების 60-წლიანი მმართველობა დასრულდა. რაულ კასტროს ივნისში 90 წელი შეუსრულდა. კომუნისტურ პარტიაში“ კასტროს ადგილს პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი დაიკავებს.
რაულ კასტრომ 2000-იან წლებში ჩაუდგა სათავეში კუბას. მან ძმა ფიდელი ჩაანაცვლა. რაულ კასტროს საქმიანობასთან არის დაკავშირებული კუბის მსოფლიო ბაზარზე შესვლა. მის მიერ 1992-1996 წლებში მიღებული ეკონომიკური კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკის დეცენტრალიზაციის საფუძველი გახდა.