მედიის ცნობით, ისრაელის სასაზღვრო ზოლის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, ისრაელის სასაზღვრო ზოლის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორის სიახლოვეს, ეშქოლის რაიონში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, უცხოეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ისრაელის სამედიცინო დახმარების, კატასტროფებისა და სასწრაფო დახმარების ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა 30 წლის ასაკის ორი მამაკაცის გარდაცვალება დააფიქსირეს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიკოსების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებით კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებულთა ევაკუაცია აშქელონის კლინიკაში განხორციელდა.