მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებთან შეტაკების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 10-მდე გაიზარდა
მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებთან შეტაკების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 10-მდე გაიზარდა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის სამხედროებთან შეტაკების შედეგად გარდაცვლილ პალესტინელთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. დაშავებულია 101 ადამიანი. „ბიბისის“ ცნობით, ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

საერთო ჯამში, ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი კი, 122-ს შეადგენს.

„ბრუტალურ და დაგეგმილ მკვლელობად“ შეაფასა 10 ადამიანის გარდაცვალება პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა, რომელიც ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

მაჰმუდ აბასი აშშ-სა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, იკისრონ პასუხისმგებლობა და შეაჩერონ თავდასხმები, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი