მედიის ცნობით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა რუსეთიდან არის იმპორტირებული
მედიის ცნობით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა რუსეთიდან არის იმპორტირებული

ბოლო 24 საათში ჩინეთში „კოვიდ-19“ ის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათი უმრავლესობა – 79 შემთხვევა რუსეთიდან არის იმპორტირებული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 65 უსიმპტომოა.

ჩინეთმა არსებული მდგომარეობის გამო ქალაქ სუიფენში რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა.

ჰარბინში კი, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ხეილუნძიანის დედაქალაქია, 28 დღიანი კარანტინი დაწესდა იმ ადამიანებისთვის, ვინც საზღვრებს გარეთ იმყოფებოდნენ.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 82 249 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 3 341 ადამიანი.