მედიის ცნობით, ბოლო 48 საათში, ცენტრალურ აფრიკაში მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, ვიდრე ბრაზილიაშია
მედიის ცნობით, ბოლო 48 საათში, ცენტრალურ აფრიკაში მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, ვიდრე ბრაზილიაშია

ბოლო 48 საათში, ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ამაზონის ტყეზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა – ინფორმაციას „ბიბისი“ ნასა-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გასული კვირის ბოლო ორი დღის განმავლობაში ანგოლაში უფრო მეტი – 6 902 ხანძრის კერა დაფიქსირდა, ვიდრე ბრაზილიაში.

რთული მდგომარეობაა კონგოშიც, სადაც ხანძრის 3 395 კერას ებრძვიან.