მედიის ცნობით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ შვეიცარიაში გაიმართება
მედიის ცნობით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ შვეიცარიაში გაიმართება

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ შვეიცარიაში გაიმართება. ამის შესახებ „როიტერი“ რუსულ გამოცემა „კომერსანტზე“ დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილის შერჩევა დიდწილად იქნება დამოკიდებული 20 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შედეგებზე.

აპრილში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა ინიციტივით, ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. მისივე განცხადებით, შეხვედრა შესაძლოა, ევროპის ერთ-ერთ ქვეყენაში გაიმართოს.