მედიის ცნობით, აბუ დაბიში საწვავის რეზერვუარებს ირანის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა
აბუ დაბიში საწვავის რეზერვუარებს ირანის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „სქაი ნიუსი“ წერს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ცეცხლი მუსაფაჰის საწვავის რეზერვუარებს გაუჩნდა, თუმცა ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ასევე, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშების შემდეგ ირანი დარტყმებს ახორციელებს ისრაელზე, ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე.