მეცხვარიშვილის 8 ქულა და „ლუიზიანა მონროს“ მარცხი - გიგიბერია „ჯორჯია ტექს“ 2 ქულით დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
მეცხვარიშვილის 8 ქულა და „ლუიზიანა მონროს“ მარცხი - გიგიბერია „ჯორჯია ტექს“ 2 ქულით დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგა რამდენიმე დღეა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელებიც ცდილობენ თავიანთ გუნდებში თავის გამოჩენას.

NCAA-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა 22 წლის ნიკა მეცხვარიშვილმა, რომლის „ლუიზიანა მონრომ“ „ობურნ ტაიგერსს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 65-93 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 28 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულის, 7 მოხსნის, 1 პასის, 1 ჩაჭრისა და 3 დაფარების დაგროვება მოასწრო. ნიკამ 8-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, პერიმტერიდან 3-ჯერ ისროლა, მაგრამ ვერ ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი უნაკლო იყო და 2-დან ორივე შანსი გამოიყენა. მან ამ დროის განმავლობაში 2-ჯერ დაკარგა ბურთის და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მეცხვარიშვილის გუნდს ამ მარცხის შემდეგ 2-დან 2 წაგება დაუგროვდა და სან ბელთის კონფერენციაში ამ ეტაპზე ბოლო ადგილზე იმყოფება.

თავისი შეხვედრა ჩაატარა საბა გიგიბერიას „ჯორჯია ტექმაც“, რომელიც „სტეტსონ ჰეტტერს“ ესტუმრა და დამაჯერებელი ანგარიშით, 77-52 დაამარცხა. 20 წლის ქართველმა ცენტრმა 9 წუთი ითამაშა. მან 2 ქულის, 1 მოხსნისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. საბამ საშუალო მანძილიდან 2-ჯერ ისროლა და ზუსტი ერთი აღმოჩნდა.

 

მეცხვარიშვილის „ლუიზიანა მონრო“ შემდეგ მატჩს 17 ნოემბერს „ჩემპიონ კრისტიან ტაიგერსის“ წინააღმდეგ გამართავს, გიგიბერიას „ჯორჯია ტექი“ კი 16 ნოემბერს „ლამარს დაუპირისპირდება“.