მე შენი ფორესტ გამპი არ ვარ - კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა სკანდალური წარსული გაიხსენა #1TVSPORT
„პარმასა“ და კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ფაუსტინო ასპრილიამ იტალიური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი სკანდალური გამოხდომები გაიხსენა.
„მე წესებით არ ვთამაშობდი. ერთხელ მწვრთნელმა (ნევიო სკალა) ციტადელის გარშემო სირბილი მიბრძანა, რაზეც ვუპასუხე: „მე შენი ფორესტ გამპი არ ვარ“.
ფეხბურთი ჩემთვის ყოველთვის გართობა იყო. არანაირი წესები, არანაირი სტრატეგია“.
ასევე კოლუმბიელა გაიხსენა ახალი წლის აღნიშვნა, რომელიც იმით დასრულდა, რომ ის თავდებით გაანთავისუფლეს პოლიციის განყოფილებიდან.
„1995 წელს იმით შევხვდი, რომ რევოლვერიდან ჰაერში ოთხჯერ თუ ხუთჯერ გავისროლე. მაშინ ცნობილი ვიყავი, ამიტომაც პოლიციამ განყოფილებაში წამიყვანა და „პარმას“ დირექტორები გამოიძახა, რომლებმაც გირაო გადაიხადეს.
კვირას კი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მატჩი გველოდა. ასე ვთქვათ, ეს არ იყო საუკეთესო მომზადება თამაშისთვის“.
ფაუსტინო ასპრილია „პარმაში“ 1992-96 და 1998-99 წლებში თამაშობდა, ორჯერ მოიგო უეფა-ს თასი და თითოჯერ – თასების თასი, უეფა-ს სუპერთასი და იტალიია თასი.