ბუფონმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა #1TVSPORT
ბუფონმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა #1TVSPORT

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა სათამაშო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. უახლოეს დღეებში ის ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს, – დაწერა „ტვიტერში“ საფეხბურთო ინსაიდერმა, მატეო მორეტომ.

45 წლის ბუფონმა კარიერის დიდი ნაწილი „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 700-ზე მეტი მატჩი ითამაშა.

2021 წლის ზაფხულში ვეტერანი მეკარე „პარმაში“ დაბრუნდა. გასულ სეზონში ბუფონმა სერია B-ში 17 მატჩი ჩაატარა.