ბუფონი „პარმას“ დატოვებასა და კარიერის უცხოეთში დასრულებას აპირებს #1TVSPORT
ბუფონი „პარმას“ დატოვებასა და კარიერის უცხოეთში დასრულებას აპირებს #1TVSPORT

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „პარმას“ დატოვებას აპირებს ზაფხულში – მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვიდან ერთი წლით ადრე, – დაწერა გამოცემა SerieBNews-მა.

წყაროს ცნობით, ბუფონი იმეგაცრუებულია სერია B-ში „პარმას“ მდგომარეობით. გუნდი მე-13 ადგილზეა გათამაშების ცხრილში და უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან იმყოფება, ვიდრე ცხრილის ზედა ნაწილთან. ვარაუდობენ, რომ ბუფონი, დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს „პარმას“, რათა უცხოეთში დაასრულოს კარიერა.

ამ სეზონში ბუფონმა, რომელსაც სამ დღეში 44 წელი შეუსრულდება, 19 მატჩი ჩაატარა სერია B-ში და 21 გოლი გაუშვა.