მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ 42 რუს სპორტსმენს მიმდინარე წელს გასამართ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება დართო, თუმცა მათ რუსეთის სახელით გამოსვლის უფლება არ ექნებათ და ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.
2015 წელს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სადოპინგო პოლიტიკის შესახებ აშკარა სამხილების არსებობის გამო, მსოფლიოს მძლეოსნობის მმართველმა ორგანომ რუსეთს დისკვალიფიკაცია მისცა და ეს სასჯელი დღემდე მოქმედებს. მიუხედავად ამისა, როგორც ასოაციაციში აცხადებენ, 42 რუსი სპორტსმენი გამონაკლისის სახით იქნა დაშვებული ტურნირებზე, რადგან მათ ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილეს.
გასული წლის დეკემბერში რუსეთს მოსკოვის ერთ-ერთ ლაბორატორიაში „საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს“ წარმომადგენლები უნდა შეეშვა, თუმცა აღებული პასუხისმგებლობა არ შეასრულა, რის გამოს შესაძლოა ახალი სანქციები დაეწესოს.
მძლეოსნობაში მსოფლიოს რიგით მე-17 ჩემპიონატი მიმდინარე წლის 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.