მჭედლიშვილი ხორვატიაში 14 იანვარს გაემგზავრება
მჭედლიშვილი ხორვატიაში 14 იანვარს გაემგზავრება

„სამტრედიას“ მცველს, გიორგი მჭედლიშვილს ხორვატულ „გორიცაში“ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა და გუნდის წევრი გახდება. ამის შესახებ პირველ არხთან თავად ფეხბურთელმა
განაცხადა.

„არანაირი გასინჯვა არ იქნება, „გორიცასთან“ წინასწარი კონტრაქტი უკვე გავაფორმე და მარტო სამედიცინო შემოწმება უნდა გავიარო და „გორიცას“ ფეხბურთელი გავხდები. ამის შემდეგ ხელშეკრულებას ოფიციალურად გავაფორმებ და მედიასთან წარმადგენენ. ისიც გადაწყვეტილია, რომ ხორვატულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს 1+1 სისტემით გავაფორმებ”, – ამბობს პირველ არხთან მჭედლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ”სამტრედიას” 25 წლის მცველი 2017 წლის ეროვნული საფეხბურთო ლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და დეკემბრის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდა. მისით სამი ქართული გუნდი დაინტერესდა – “ლოკომოტივი”, ქუთაისის “ტორპედო” და “რუსთავი”. ამასთან, მჭედლიშვილს დარჩენა “სამტრედიამაც” შესთავაზა, მაგრამ ევროპაში გადასვლის რეალური შანსი გამოუჩნდა და არჩევანი ხორვატულ კლუბზე გააკეთა.