„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის მაურიციო პოჩეტინოს ვაჟმა – მაურიციო პოჩეტინომ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა ლონდონურ კლუბთან. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა დაწერა საკუთარ „ინსტაგრამში“.
18 წლის მაურიციო „ტოტენჰემის“ 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. შარშან, უმცროსი პოჩეტინო 18-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა და 23 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ის მარჯვენა შემტევის პოზიციაზე თამაშობს.
მაურიციო ბარსელონაში დაიბადა. მას ესპანეთისა და არგენტინის მოქალაქეობა აქვს.