მაურიციო პოჩეტინოს ვაჟმა პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
მაურიციო პოჩეტინოს ვაჟმა პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის მაურიციო პოჩეტინოს ვაჟმა – მაურიციო პოჩეტინომ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა ლონდონურ კლუბთან. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა დაწერა საკუთარ „ინსტაგრამში“.

18 წლის მაურიციო „ტოტენჰემის“ 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. შარშან, უმცროსი პოჩეტინო 18-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა და 23 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ის მარჯვენა შემტევის პოზიციაზე თამაშობს.

მაურიციო ბარსელონაში დაიბადა. მას ესპანეთისა და არგენტინის მოქალაქეობა აქვს.