მატჩი, რომელიც ამხანაგურს არ ჰგავდა - 17-წლამდელებმა აზერბაიჯანი მეორედაც დაამარცხეს #1TVSPORT
მატჩი, რომელიც ამხანაგურს არ ჰგავდა - 17-წლამდელებმა აზერბაიჯანი მეორედაც დაამარცხეს #1TVSPORT

17-წლამდელებმა აზერბაიჯანელი თანატოლები მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც დაამარცხეს. ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ მატჩში აზერბაიჯანელები გიორგი ჩიტაურის გუნდს ეუხეშებოდნენ, რის გამოც მცირე კონფლიქტები იშვიათობა არ ყოფილა.

მე-5 წუთზე ლუკა პარკაძეს შეეძლო გუნდი დაეწინაურებინა, მაგრამ ვერ გაიტანა. თუმცა, 29-ე წუთზე ნიკა ნინიძემ გუნდი სწორედ მისი საგოლე გადაცემის შემდეგ დააწინაურა. მე-40 წუთზე, ლამის გუნდური ჩხუბის შემდეგ მთავარმა არბიტრმა მამუკა სადილიანმა ჩვენი მოთამაშე შოთა დადუნაშვილი გააძევა, ხოლო აზერბაიჯანის ნაკრების წევრები, რუფატ ბადალზადე და ხაიალ ფარზულაევი მხოლოდ გააფრთხილა.

მეორე ტაიმიც დაძაბული გამოდგა და 57-ე წუთზე სადილიანმა უხეშობაზე უკვე მურად მუსაევი გააძევა. ამით საქართველოს ნაკრებმა მალე ისარგებლა და 59-ე წუთზე, გიორგი ტაბატაძის შესრულებული ეფექტური საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

აზერბაიჯანელებმა 63-ე წუთზე მუსა მამედოვის გოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა საბოლოოდ 2:1 მოიგო.

 


საქართველო U17 – აზერბაიჯანი U17 2:1


გოლები: 1:0 ნინიძე (29. პარკაძის პასით ), 2:0 ტაბატაძე (59), 2:1 მამედოვი (63. აბასოვის პასით)

გაფუჭებული პენალტი: პარკაძე (5)

საქართველო U17: კოპალიანი (52. ბედიაშვილი), ჩიხაძე (65. სადღობელაშვილი), საბა ხარჩილავა, ნარიმანიძე (65. მაღრაძე), ციხელაშვილი (52. ტაბატაძე) – სიგუა, ლორთქიფანიძე, დადუნაშვილი – პარკაძე (65. ფარცვანია ((89. პარკინაშვილი)), ნინიძე (52. ბასილაძე), ცეცხლაძე (89. ციკოლია)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

მთავარი არბიტრი: მამუკა სადილიანი

გაფრთხილებები: მუსაევი (, სიგუა (17), აღალაროვი (20), ჩიხაძე (21), ბადალზადე (40), ფარზულაევი (40), აბასოვი (55), ტოპალოვი (85), პარკინაშვილი (90+2)

გაძევება: დადუნაშვილი (40), მუსაევი (57. მეორე ყვითელი)


აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩიტაური ამ ნაკრების მწვრთნელად წელიწადის და 2 თვის წინ დაინშნა, მაგრამ პანდემიის გამო მისმა გუნდმა ამხანაგური მატჩი მხოლოდ ახლა ჩაატარა.