ერთ ნაბიჯში ევროპის ჩემპიონატთან - საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა #1TVSPORT
ერთ ნაბიჯში ევროპის ჩემპიონატთან - საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, შოტლანდიაში, ფოლკერკის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.

პირველ მატჩში გერმანიასთან მარცხის შემდეგ გიორგი ჩიტაურის გუნდს მხოლოდ მოგება აწყობდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი რომ შეენარჩუნებინა. შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე ალექსანდრე ნარიმანიძემ გახსნა და საქართველო დააწინაურა.

55-ე წუთზე ჩეხების მოთამაშე მილოშ პუდილი გააძევეს და საქართველოს წარმატების შანსი ერთი შეხედვით უნდა გაზრდილიყო. მაგრამ კაცნაკლულმა ჩეხებმა 62-ე წუთზე დანიელ რუსის გოლით წონასწორობა აღადგინეს. საქართველოს ნაკრებმა რიცხობრივი უპირატესობით მაინც ისარგებლა – 77-ე წუთზე, თენგიზ ალიბეგაშვილის პასით ლუკა პარკაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მოიგო.


ევრო 2022. ელიტ რაუნდი. U17

ჩეხეთი U17 – საქართველო U17

გოლები: 0:1 ალექსანდრე ნარიმანიძე (35), 1:1 დანიელ რუსი (62), 1:2 ლუკა პარკაძე (77. თენგიზ ალიბეგაშვილის პასით)

გაძევება: მილოშ პუდილი (55)


2 ტურის შემდეგ ჯგუფში გერმანია ლიდერობს, რომელმაც მეორე ტურში შოტლანდიაც დაამარცხა 4:0, 6 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა – მეორე საგზურისთვის იბრძვის საქართველო, რომელიც 3 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა.


ელიტრაუნდი. ჯგუფი 3

გერმანია 2 6

საქართველო 2 3

ჩეხეთი 2 1

შოტლანდია 2 1


გიორგი ჩიტაურის გუნდი ელიტ-რაუნდის ბოლო ტურში მასპინძელ შოტლანდიას დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ქულაც აწყობს, ჩეხეთის 17-წლამდე ნაკრები გერმანიას შეხვდება.

U17 მატჩების განრიგი

29 მარტი

საქართველო V შოტლანდია

ჩეხეთი V გერმანია