საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები „სირენკას თასზე“ პოლონეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები „სირენკას თასზე“ პოლონეთთან დამარცხდა #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე „სირენკას თასზე“ საქართველოს 17-წლამდელ ვაჟთა ნაკრები პოლონეთის გუნდს შეხვდა და 2:4 დამარცხდა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მასპინძელ პოლონეთთან ლუკა წულაიამ 26-ე წუთზე შორეული ძლიერი დარტყმით დააწინაურა. პოლონელებმა წონასწორობა რვა წუთში კამილ იაკუბჩიკის გოლით აღადგინეს და ტაიმი 1:1 დასრულდა. გადამწყვეტი გამოდგა 66-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი, როდესაც მთავარმა მსაჯმა მოედნიდან საქართველოს ნაკრების მცველი გიგი გლუნჩაძე მეორე ყვითელი ბარათით გააძევა, მალე სტანისლავ გიერობამ პოლონელები დააწინაურა.

მან 13 წუთში დუბლი შეასრულა. პოლონელებმა გადაცემა ჩაჭრეს, ბურთი სტანისლავ გიერობამ მიიღო და კარიდან გამოსულ მეკარეს მოედნის ცენტრიდან გაუტანა.

კაცნაკლულად დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა 82-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ორ წუთში პატრიკ მაზურიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ბოლო ტურის შეხვედრას 24 აგვისტოს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადებიან. ჯგუფურ ეტაპზე დანიას, ავსტრიასა და ლიეტუვას დავუპირისპირდებით. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს.