ეროვნულ ლიგა 2-ში 29-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და ახლა თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ლიდერთა, ასევე აუტსაიდერთა ბრძოლაში.
ვიტ ჯორჯია – გარეჯი 0:2
გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ დაპირისპირებაში „ვიტ ჯორჯიამ“ ხელიდან გაუშვა შანსი, ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწია. ანგარიში საგარეჯოელთა ლეგიონერებმა გახსნეს. სტივენ ბერმუდესის გადაცემით, თავი მომო ოდუდუვმა გამოიჩინაა, საბოლოო ანგარიში კი 55-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა დააფიქსირა.
მერანი თბ – მერანი მრ 2:2
„სპაერის“ სტადიონზე ორი „მერანის“ დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ანგარიში მარტვილელებმა ირაკლი ჯანჯღავას გოლით (28) გახსნეს, მაგრამ ხუთ წუთში თბილისელებმა წონასწორობა აღადგინეს (ნიკა ხეცურიანი – 33), ხოლო იაგო დეისაძემ (69) გუნი დააწინაურა. თუმცა, მარტვილელებმა 74-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც შეიკნე სილამ უნაკლოდ გამოიყენა.
78-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე ნიკა ხეცურიანი მოედნიდან გააძევეს, თბილისელთა კარში კი მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ისევ შეიკნე სილამ შეასრულა, მაგრამ ამჯერად ვერ გაიტანა და მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს.
29-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი ხვალ, 6 ნოემბერს გაიმართება:
სამტრედია – რუსთავი
14:00. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია
სპაერი – შუქურა
18:00. სპაერის სტადიონი – თბილისი