ქუთაისის „ტორპედომ“ წლის პირველ მატჩში მარტვილის „მერანი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ წლის პირველ მატჩში მარტვილის „მერანი“ დაამარცხა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ წელი გამარჯვებით დაიწყო. სტივ კინის გუნდი მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული შეხვედრა ორივე გუნდისთვის პირველი ამხანაგური მატჩი იყო სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე. ანგარიში ლიგა 3-ში დაქვეითებულმა „მერანმა“ როინ ჩხაიძის გოლით გახსნა და პირველი ტაიმი მოიგო.

შესვენების შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ მსოფლიო 2024 წლის თასზე ჯერ ლაშა შერგელაშვილის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი ქუთაისელთა ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ჟორჟინიოს დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ტორპედო“ იანვრის ბოლოს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ახალი სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაუთმო. გუნდი მეორე შეკრებაზეც თურქეთში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა შეკრების ესპანეთში გამართვა გადაწყვიტა.