მარკო რუბიოს პანამაში ვიზიტის პარალელურად, 200-მდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ტრამპისა და რუბიოს გამოსახულებით ბანერები დაწვეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პანამაში ვიზიტის დროს დაახლოებით 200-მდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ტრამპისა და რუბიოს გამოსახულებით ბანერები დაწვეს.
მოქალაქეებს პანამის დროშები ეჭირათ ხელში და ყვიროდნენ: „მარკო რუბიო, წადი პანამიდან!“; „გაუმარჯოს ეროვნულ სუვერენიტეტს!“ და „ერთი ტერიტორია, ერთი დროშა!“
მარკო რუბიოსა და პანამის პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოს შეხვედრის პარალელურად კი, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ ენდობიან ტრამპს და სამშობლოს დასაცავად ბრძოლისთვის მზად არიან.