მარკო როისი ტოტენჰემთან პირველ მატჩს გამოტოვებს
მარკო როისი ტოტენჰემთან პირველ მატჩს გამოტოვებს

დორტმუნდის კაპიტანი მარკო როისი ვერ დაეხმარება თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში, ამის შესახებ დაწერა ავტორიტეტულმა გამოცემა კიკერმა (Kicker).

გერმანელმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა 5 თებერვალს, ვერდერის წინააღმდეგ გამართულ გერმანიის თასის მატჩში მიიღო. ამის გამო, როისმა ვერ შეძლო ბუნდესლიგის ბოლო ტურში ჰოფენჰაიმთან (3:3) თამაში.

როგორც გაირკვა, გერმანიის ნაკრების შემტევს არ ეყოფა გამოჯანმრთელებისთვის ის ორი დღე, რომელიც ტოტენჰემთან მატჩამდეა დარჩენილი.

ტოტენჰემისა და დორტმუნდის პირველი მერვედფინალი 13 თებერვალს, უემბლიზე გაიმართება.