„დორტმუნდი“ სეზონის შემდეგ მარკო როისს გაუშვებს #1TVSPORT
„დორტმუნდი“ სეზონის შემდეგ მარკო როისს გაუშვებს #1TVSPORT

გერმანელი ფორვარდი მარკო როისი, დიდი ალბათობით, ამ სეზონის შემდეგ დატოვებს „დორტმუნდს“, – იტყობინება გაზეთი Bild-ი.

34 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება. კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს ვეტერანთან კონტრაქტის გაგრძელება, რადგან მიაჩნია, რომ როისს უნივერსალიზმი არ ჰყოფნის. კერძოდ, კლუბის აზრით, როისს შეუძლია მხოლოდ „ათიანის“ პოზიციაზე თამაში, რადგან თამაშის ტემპი სხვა პოზიციებზე ძალიან მაღალია როისისთვის. ასევე, არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ მას შეუძლია, ხელი შეუშალოს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას.

მიმდინარე სეზონში მარკო როისი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად რჩებოდა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ მაინც კლუბის მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევა: 24 მატჩში მან ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.