ოფიციალურად – მარკო როისი „გელაქსის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

19:35, 15.08.2024

MLS-ის კლუბის, „ლოს ანჯელეს გელაქსის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ „დორტმუნდის“ ყოფილ ნახევარმცველთან, მარკო როისთან.

მხარეებმა გააფორმეს კონტრაქტი 2.5 წელზე.

„მარკო როისი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, რომელმაც უმაღლეს დონეზე ითამაშა, მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „დორტმუნდთან“ ერთად“, – განაცხადა „გელაქსის“ გენერალურმა დირექტორმა, უილ კუნცმა.

მსგავსი