მარკ ცუკერბერგი - „ფეისბუქს“ მე ვმართავ და პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც აქ ხდება
„ფეისბუქის“ აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი ამერიკელ კანონმდებლებს ინდივიდუალურად შეხვდა და კონგრესის მიმართ წერილობით ჩვენებაში აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
ცუკერბერგის ეს განცხადება, რომლითაც ის ბოდიშს იხდის და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, წინ უსწრებს მოსმენას კონგრესში, სადაც „ფეისბუქის“დამფუძნებელი კონგრესმენების კითხვებს უპასუხებს. შეკითხვები კი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პოლიტიკური საკონსულტაციო ჯგუფის „კემბრიჯ ანალიტიკას“ მიერ სოციალური ქსელის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებას შეეხება.
„ჩვენ არ გავინაწილეთ პასუხისმგებლობა სრულად და ეს იყო დიდი შეცდომა. ეს იყო ჩემი შეცდომა და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მე დავაარსე „ფეისბუქი“, მე ვმართავ მას და მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც აქ ხდება“, – წერს მარკ ცუკერბერგი.