პოლიტიკური საკონსულტაციო ჯგუფი Cambridge Analytica იხურება
პოლიტიკური საკონსულტაციო ჯგუფი Cambridge Analytica იხურება

პოლიტიკური საკონსულტაციო ჯგუფი Cambridge Analytica იხურება. ამის შესახებ BBC წერს.

კემბრიჯ ანალიტიკა Facebook-ის 87 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაშია ბრალდებული. კომპანიამ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის უკანონოდ გამოიყენა.

პერსონალური მონაცემები კემბრიჯ ანალიტიკამ Twitter-სგანაც იყიდა, თუმცა კომპანიაში განმარტეს, რომ ეს შემთხვევა Facebook-ისგან განსხვავებულია და მოპარული ინფორმაცია ნაკლებად პერსონალურია.

მონაცემების გაჟონვის შემდეგ Facebook-მა მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად რიგი მასშტაბური ცვლილებები დააანონსა.

ამ სკანდალის შესახებ მარკ ცუკერბერგი 10 და 11 აპრილს აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში ორდღიან დაკითხვაზე იმყოფებოდა. ცუკერბერგს ამ საკითხზე ევროპარლამენტშიც მოუსმენენ.

დარღვევის გამოაშკარავებიდან მალევე კემბრიჯ ანალიტიკას დირექტორთა საბჭომ კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ნიქსი თანამდებობიდან გადააყენა.

საქმეზე გამოძიება 18 მარტს დაიწყო.

იმის შესახებ, რომ ევროკავშირი Facebook-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას გამოიძიებს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.