ვეტერანმა ხორვატმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა ყატარის ჩემპიონატის ლიდერ „ალ-დუჰაილთან“ კონტრაქტი გააფორმა.
კლუბმა ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ გარიგების დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.
33 წლის მანჯუკიჩი 2015 წლიდან თამაშობდა „იუვენტუსში“. ამ სეზონზე ხორვატს წუთიც არ უთამაშია ტურინელთა შემადგენლობაში.
„ალ დუჰაილში“ თამაშობს მაროკოელი მცველი მეჰდი ბენატია, რომელიც „იუვენტუსში“ მანჯუკიჩის პარტნიორი იყო.