„დორტმუნდის“ შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე ზაფხულში „ლევერკუზენში“ გადავა სათამაშოდ, – დაწერა ინტერნეტ-გამოცემა Sport1-მა.
27 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან მისი კონტრაქტი „დორტმუნდთან“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოიწურება. ასევე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონით ინტერესდება მილანის „ინტერი”, მაგრამ თავად გიოტცე ამჯობინებს გერმანიაში კარიერის გაგრძელებას.
გიოტცე „დორტმუნდში“ 2010-13 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „ბაიერნში“ 37 მილიონ ევროდ გადავიდა. დორტმუნდელებმა 2016 წელს, 22 მილიონად დაიბრუნეს ნახევარმცველი.
2019-20 წლების სეზონში გიოტცემ 19 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.