მარიამ ჯაში - დარწმუნებული ვარ, „ფრიდომ ჰაუსის“ კრიტიკული შეფასებები გარკვეულწილად დაკავშირებულია არასათანადო კომუნიკაციასთან
დარწმუნებული ვარ, „ფრიდომ ჰაუსის“ კრიტიკული შეფასებები გარკვეულწილად დაკავშირებულია არასათანადო კომუნიკაციასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ის კარგად იცნობს აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას და მიიჩნევს, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების უფრო ფუნდამენტური ანალიზია საჭირო.
„ვფიქრობ, „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების უფრო ფუნდამენტური ანალიზია საჭირო. მე კარგად ვიცნობ იმ მეთოდოლოგიას, რომლის საფუძველზეც „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის კრიტიკული შეფასებები არის გარკვეულწილად დაკავშირებული არასათანადო კომუნიკაციასთან, თუნდაც საერთაშორისო თანამშრომლობასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მედიის, ისე სასამართლოს თავისუფლების კუთხით შევინარჩუნებთ იმ პროგრესს, რომელიც არის მიღწეული და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.