„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი მარიამ ჯაში იქნება
„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი მარიამ ჯაში იქნება

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ დღეს ბათუმში პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ბათუმის ოლქში პარლამენტის მანდატისთვის მარიამ ჯაში იბრძოლებს, რომელის პარალელურად პარტიული სიის პირველი ნომერიცაა.

„დიახ, პარტიამ გადაწყვიტა, სწორედ პარტიული სიის პირველი ნომერი ყოფილიყო ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, რითაც გვინდოდა სწორედ აჭარის მიმართ გამოგვეხატა განსაკუთრებული პატივისცემა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიას დღეს არ წარუდგენია, მთიან აჭარაში მათ დაასახელეს ამირან მალაყმაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში იქნება გოჩა გუგუნავა, რომელიც ასევე არის უმაღლესი საბჭოსთვის პარტიული სიის პირველი ნომერი, ქობულეთში – ლაშა ვერულიძე, მთიან აჭარაში კი – ანჟელა ვერძაძე.

დატოვე კომენტარი