მარგველაშვილი მარუიამასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობს. ქართველი მეოთხედფინალში იაპონელ ჯოშირო მარუიამას შეხვდა და იპონით დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს. დღეს ტურნირზე მედლები 66 კგ-ში მამაკაცებში და 52 კგ-ში ქალებში გათამაშდება.