მარცხი ჩეკინატოსთან - ბასილაშვილისთვის სეზონი წარუმატებლად დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი სეზონი ინდოეთში, პუნეს საერთაშორისო ტურნირზე დაიწყო.
ტურნირის (საპრიზო ფონდი 713 495 დოლარი) პირველ მატჩი ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან გამართა.
ქართველ ჩოგბურთელს (ATP: 91) მეტოქე რეიტინგში ჩამორჩება (ATP: 101) და ფავორიტად ბასილაშვილი მოიაზრებოდა, მაგრამ იტალიელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი ორ სეტში დასრულდა: სამწუხაროდ, მარკო ჩეკიტანომ ქართველი მოწინააღმდეგე იოლად დაამარცხა – 2:6, 2:6.