პრემიერლიგის მე-20 ტურში „ლესტერთან“ დამარცხების შემდეგ, „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მანუელ პელეგრინი დაითხოვა.
„ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ უკვე ამ სეზონში კლუბის ძველ დონეზე დასაბრუნებლად, აუცილებელია გარდაქმნები. მივხვდით, რომ სასწრაფო მოქმედებაა საჭირო, რათა ახალ მწვრთნელს დრო ჰქონდეს მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დევიდ სალივანმა.
პელეგრინი „ვესტ ჰემში“ 2018 წლის მაისიდან მუშაობდა. შარშან, ლონდონურმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით მე-10 ადგილი დაიკავა.
დღეისთვის, „ვესტ ჰემი“ მე-17 ადგილზეა გათამაშების ცხრილში. გუნდმა ბოლო 14 მატჩში 10 წააგო.