მანუელ პელეგრინი - ლიგიდან გავარდნის საშიშროებაზე მეტად თამაშის ხარისხი მაღელვებს
მანუელ პელეგრინი - ლიგიდან გავარდნის საშიშროებაზე მეტად თამაშის ხარისხი მაღელვებს

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ გუნდის პრემიერლიგიდან გავარდა არ აღელვებს. ორშაბათს, 9 დეკემბერს, „ჩაქუჩებმა“ შინ თანაქალაქელ „არსენალთან“ წააგეს 1-3 და გასავარდნ ზონას სულ რაღაც ერთი ქულა აშორებთ. აღსანიშნავია, რომ ეს „ვესტ ჰემის“ მეშვიდე მარცხი იყო ბოლო ცხრა მატჩში.

მომდევნო ტურში გუნდი საუთჰემპტონში მიემგზავრება, სადაც კიდევ ერთი მარცხი უკვე გასავარდნ ზონაში დაქვეითებას ნიშნავს.

„შინ ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი ფრე ვითამაშეთ და ბოლო სამ მატჩში სამი გოლი გავუშვით. ეს გაცილებით უფრო მაღელვებს, ვიდრე ლიგიდან გავარდნის საშიშროება“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ვესტ ჰემში“ ბევრი თვლის, რომ „საუთჰემპტონთან“ წაგების შემთხვევაში 66 წლის პელეგრინის თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ, თუმცა, კლუბმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ კონტრაქტის პირობებს პატივს სცემს და პელეგრინისთან შეთანხმება 2021 წელს იწურება.