მანჩესტერის აეროპორტში სამართალდამცველებმა კონტროლირებადი აფეთქება განახორციელეს
მანჩესტერის აეროპორტში სამართალდამცველებმა კონტროლირებადი აფეთქება განახორციელეს.
საეჭვო შეფუთვა ერთ-ერთ ტერმინალში ოთხშაბათს აღმოაჩინეს, რის გამოც ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ტერმინალმა კი ფუნქციონირება შეწყვიტა.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა, უსაფრთხოების მიზნით, საეჭვო ნივთის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ შეფუთვის შიგთავსი სახიფათო მოწყობილობებს არ შეიცავდა.