„ლაიპციგის“ ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო სამიზნე გახდება.
24 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი მანჩესტრული კლუბის ხელმძღვანელობას „იუნაიტედის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ურჩია.
აქამდე „მანჩესტერის“ სკაუტები არ აქცევდნენ ყურადღებას ნკუნკუს, რომელსაც შეუძლია ითამაშოს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, ასევე ორივე ფლანგზე. ახლა მათ უკვე მიიღეს ამგვარი დავალება.
ნკუნკუს კონტრაქტი „ლაიპციგთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გერმანულ კლუბს განზრახული აქვს ფორვარდის შენარჩუნება.
„პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილს ამ სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 19 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.