„მანჩესტერ იუნაიტედს“ დე ხეას გაშვება სურს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ დე ხეას გაშვება სურს

ბრიტანული გამოცემა „სანის“ (The Sun) ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა, დავიდ დე ხეას 20 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, რათა ესპანელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი დატოვოს.

გოლკიპერს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. „მანჩესტერს“ 28 წლის მეკარესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს. დე ხეას კლუბში დარჩენის შემთხვევაში, მომდევნო წელს „იუნაიტედს“ მისი დათმობა თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს.

როგორც ადრე იტყობინებოდნენ, ესპანელის გადაყვანით ფრანგული პსჟ-ა დაინტერესებული. პარიზელები მზად არიან „მანჩესტერს“ დე ხეას სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

წყაროს ინფორმაციით, ესპანელის წასვლის შემთხვევაში „იუნაიტედის“ მთავარი სამიზნეები იან ობლაკი, უგო ლორისი და ჯანლუიჯი დონარუმა იქნებიან.