„მანჩესტერ იუნაიტედი“ დე ხეასთან გამოთხოვებას აპირებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დე ხეასთან გამოთხოვებას აპირებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა ახლოს არის ამ სეზონის შემდეგ ინგლისური კლუბის დატოვებასთან. მანჩესტერელები მზად არ არიან კვლავაც გადაუხადონ ესპანელს კვირაში 411 ათასი ევრო.

„იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა გეგმავს დე ხეასთან ხელშეკრულების გაწყვეტას და მოუწევს ფეხბურთელისთვის კომპენსაციის გადახდა, რადგან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში იწურება. ხელშეკრულების მიხედვით, „მანჩესტერმა“ ესპანელს კიდევ 42.8 მილიონი უნდა გადაუხადოს.

ასევე კლუბი აპირებს გამოეთხოვოს სერხიო რომეროს, ლი გრანტსა და ჯოელ პერეირას.

დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2011 წელს გადავიდა. ინგლისურ კლუბში მან 434 მატჩი ჩაატარა და 454 გოლი გაუშვა.