დავიდ დე ხეა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს #1TVSPORT
დავიდ დე ხეა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს #1TVSPORT

ბრიტანული გამოცემის, The Sun Sport-ის ინფორმაციით, დავიდ დე ხეა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს. ესპანელი მეკარე ამჟამად თავისუფალი აგენტია.

32 წლის დე ხეამ ბრიტანული ფეხბურთის გრანდი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ დატოვა. მას კონტრაქტი ამოეწურა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმეს.

იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი მეკარე ანდრე ონანა კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის ერთა თასზე ითამაშებს, ხოლო გუნდს მისი კვალიფიციური შემცვლელი სურს.

დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. ის ოთხჯერ გახდა გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ორჯერ კი პრემიერლიგის „ოქროს ხელთათმანი“ მოიგო, მათ შორის გასულ სეზონში.