The Telegraph-ის ინფორმაციით, „ნიუკასლი“ დავიდ დე ხეას დამატებას განიხილავს #1TVSPORT
The Telegraph-ის ინფორმაციით, „ნიუკასლი“ დავიდ დე ხეას დამატებას განიხილავს #1TVSPORT

ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ინფორმაციით, „ნიუკასლი“ ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას დამატებას აქტიურად განიხილავს.

გასულ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ დე ხეა თავისუფალი აგენტია. 33 წლის მეკარის მოთხოვნები ჯერ ვერცერთმა კლუბმა ვერ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება „ნიუკასლს“, გუნდმა ძირითადი შემადგენლობის მეკარე ნიკ პოუპი ტრავმის გამო, დაახლოებით, ხუთი თვით დაკარგა და მის კვალიფიციურ შემცვლელს ეძებს.

გამოცემის ცნობით, დე ხეა ინგლისურ გუნდში გადავა, თუ შეთავაზებული კონტრაქტი მისთვის მისაღები იქნება. მან გასულ სეზონში პრემიერლიგაში კარი 17-ჯერ შეინახა მშრალად, რაც მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.