დე ხეა „ბეტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
დე ხეა „ბეტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ შეიძლება კარიერა ესპანეთში გააგრძელოს.

როგორც გამოცემა Estadio Deportivo იტყობინება, 33 წლის ფეხბურთელი მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბეტისთან“. ის შეიძლება სევილიურ გუნდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდეს და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

დე ხეას კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ამა წლის ზაფხულში დასრულდა. მას შემდეგ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით იმყოფება.