„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოთხ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ თენ ჰაგმა დაადასტურა, რომ კლუბმა გააქტიურა თავისი ოთხი ფეხბურთელის კონტრაქტების გაგრძელების პუნქტი.
კერძოდ, „იუნაიტედმა“ ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება მარკუს რაშფორდთან, დიოგო დალოტთან, ფრედთან და ლუკ შოუსთან.
„დიახ, მე შემიძლია ეს დავადასტურო. ბედნიერები ვართ, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის და ამ მოთამაშეებს ამაში დიდი წვლილი შეაქვთ“, – მოჰყავს თენ ჰაგის სიტყვები „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესსამსახურს.