„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა - დე ხეა ყველაზე გადაფასებული მეკარეა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმა კაცრად გააკრიტიკა მანჩესტერელთა მეკარის დავიდ დე ხეას თამაში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ.
ირლანდიელის აზრით, ესპანელი მეკარე შეცდა იმ მომენტში, როცა სტივენ ბერგვინმა ანგარიში გახსნა.
„ძალიან მერევა გული ამ მეკარისგან. მასთან შესვენებაზე აუცილებლად ვიჩხუბებდი. ის ყველაზე გადაფასებული მეკარეა, ვინც კი ოდესმე მინახავს“, – განაცხადა კინმა.
შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს“ შორის 1:1 დასრულდა.