მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას" ვაძლევ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ ექნებათ მოსახდელი
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას" ვაძლევ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ ექნებათ მოსახდელი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ და დაადასტუროთ, უერთდებით თუ არა დავით კირკიტაძის ბოდიშს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების კომენტირებისას განაცხადა.

„ბატონი დავით კირკიტაძე გათავისუფლდა, როგორც მაცნობეს. მან აღიარა ბრალი და ბოდიში მოიხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ და დაადასტუროთ, უერთდებით თუ არა ამ ბოდიშს.

გაძლევთ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი, თუ ამას ცოტა მაინც ინამუსებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მანამდე მან დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

„ჩემთვის პოლიციელის პატივი და ღირსება მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო“, – თქვა კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.