დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა [ვიდეო]

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებიც მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.

პროკურატურამ დავით კირკიტაძისთვის პირობითი ორწლიანი მსჯავრი მოითხოვა.

დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა: „ჩემთვის პოლიციელის პატივი და ღირსება მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.