მამუკა ბახტაძე იაპონელ ხალხს იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონელ ხალხს იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლას ულოცავს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ მილოცვაში საუბარია საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებზეც.
„საქართველოს და იაპონიას დიდი ხნის კავშირები და მეგობრობა აქვთ. მზად ვართ, ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რათა ეს კავშირები მეტად გაძლიერდეს“, – წერს ბახტაძე.
ნარუჰიტო იაპონიის 126-ე იმპერატორია. მამამისმა, 85 წლის აკიჰიტომ ტახტზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.