მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს ობიექტური
მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს ობიექტური

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს ობიექტური, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ნათლად არის დანახული ყველა ხარვეზი, რომელიც მმართველობით სისტემაში არსებობდა.

„უფრო მეტიც, ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დავიწყეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რომ მმართველობითი სისტემა უფრო ეფექტური გამხდარიყო. ჩვენ გასატარებელი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები.

საქართველოს ბიუჯეტი და პარტნიორებისგან მიღებული დახმარება გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური, ძალიან მაღალი კომპეტენციის და არსებობდეს შესრულების ძალიან მაღალი დისციპლინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.