მამაკაცთა საჩოგბურთო სეზონი 10 აგვისტოს ვაშინგტონის ტურნირით განახლდება
მამაკაცთა საჩოგბურთო სეზონი 10 აგვისტოს ვაშინგტონის ტურნირით განახლდება

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) სეზონი 10 აგვისტოს ვაშინგტონის ტურნირით განახლდება. აღნიშნავენ, რომ მოთამაშეებს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში შესვლისას არ მოუწევთ კარანტინის გავლა, შესაბამისად, აშშ-ში ყველას იმ დროს შეეძლება ჩასვლა, როცა თავად მოისურვებს.

ვაშინგტონის შემდეგ, 17 აგვისტოს დაიწყება ტურნირი ნიუ იორკში. ამავე ქალაქში 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე იგეგმება აშშ-ის ღია პირველობის ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიელი ნიკ კირგიოსია.

ოფიციალურად საჩოგბურთო ტურნირების ჩატარება 31 ივლისამდეა შეჩერებული.