შვედეთის ქალაქ მალმიოში უცნობებმა „მილანის“ შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკება წააქციეს.
პოლიციის განცხადებით, ქანდაკებას ორივე ფეხი მოახერხეს და ბრინჯაოს იბრაჰიმოვიჩი მიწაზე აღმოჩნდა. ძეგლს თავზე აქვს ჩამოცმული შავი სვიტერი წარწერით – „შვედეთი“.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი სტოკჰოლმის „ჰამარბიუს“ თანამფლობელი გახდა და სწორედ ეს არ აპატიეს მას „მალმიოს“ ფანებმა. ფორვარდის ძეგლზე ეს უკვე მესამე შეტევა იყო. პირველ შემთხვევაში ქანდაკება ვერცხლისფრად შეღებეს და უნიტაზის თავსახური ჩამოაცვეს, მეორედ ცხვირი მოახერხეს, ახლა კი წააქციეს.