მაკდევიდი ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფორვარდია
მაკდევიდი ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფორვარდია

ედმონტონის კაპიტანი კონორ მაკგრეგორი ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) საუკეთესო ფორვარდად აღიარეს. 22 წლის კანადელმა ხმების 63.6 პროცენტი დააგროვა.

მოთამაშეების ვერსიით, ამ ნომინაციაში მეორეა პიტსბურგის ფორვარდი სიდნი კროსბი – 17.2 პროცენტი, მესამე – კოლორადოს ფორვარდი ნათან მაკინონი (4.1 პროცენტი).

ხუთეული შეავსეს ტამპა ბეის ფორვარდმა ნიკიტა კუჩეროვმა (3.7 პროცენტი) და ფლორიდას ფინელმა თავდამსხმელმა ალექსანდრ ბარკოვმა (1.7 პროცენტი).